1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია დაწესებულებაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 5 წევრისგან. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ.
2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით და ამტკიცებს დაწესებულების საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია
თავი II — საარჩევნო კომისიები
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
- მუხლი 2. დაწესებულებების მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების განრიგი
- მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისია
- მუხლი 6. ფაკულტეტის საბჭო
- მუხლი 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა
- მუხლი 8. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 9. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა
- მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 11. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის განსაზღვრა
- მუხლი 12. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 13. რექტორის არჩევნების გამოცხადება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 4, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-4/