1. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორის მ.შ., არა უგვიანეს 5 დღისა.
2. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
5. წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
6. სპიკერის უფლებამოსილების ვადა წარმოადგენს საბჭოს უფლებამოსილების ვადას.
7. არჩეულ სპიკერს დაწესებულება არჩევიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 9. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა
თავი IV — წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 5 დღის განმავლობაში
- ვადა 2 კვირის ვადაში
- განაკვეთი 10 პროცენტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 36. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა
- მუხლი 33. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა
- მუხლი 32. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ცნობა და სპიკერის არჩევა, მათი უფლებამოსილების შეწყვეტა
- მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 12. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. დაწესებულებების მართვის ორგანოების არჩევნების ჩატარების განრიგი
- მუხლი 3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საარჩევნო კომისია
- მუხლი 4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია
- მუხლი 6. ფაკულტეტის საბჭო
- მუხლი 7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა
- მუხლი 8. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 10. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
- მუხლი 11. აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის განსაზღვრა
- მუხლი 12. აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩატარება და უფლებამოსილების ცნობა
- მუხლი 13. რექტორის არჩევნების გამოცხადება
- მუხლი 14. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 9, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-9/