1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც წარმომადგენლობითი საბჭო ირჩევს თავისი რიგებიდან არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით – 4 წლით.
2. სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭო ირჩევს ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კენჭისყრას ატარებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არა უგვიანეს 3 დღისა, საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ კენჭს იყრიდა 1 ან 2 კანდიდატი და ვერც ერთმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა, ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი ორზე მეტია და ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმავე დღეს უმეტესი ხმების მქონე ორ პრეტენდენტს შორის ტარდება განმეორებითი არჩევნები. თუ ამ შემთხვევაშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. ახალი არჩევნები ტარდება იმავე წესით. წინა არჩევნებში მონაწილე პრეტენდენტები შემდეგ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
4. სპიკერად არ შეიძლება არჩეულ იქნას ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენელი, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრი.
5. არჩეული სპიკერის მონაცემებს არჩევიდან ორი კვირის ვადაში წარუდგენენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარეგისტრაციოდ.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
გ) გარდაცვალება;
დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
ე) აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უნივერსიტეტის მიერ აკრედიტაციის ზედიზედ 2- ჯერ გაუვლელობა;
ზ) წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევ