1. უნივერსიტეტის მართვის ორგანოებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭო;
ბ) აკადემიური საბჭო;
გ) რექტორი;
დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
ე) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
2. უნივერსიტეტის მართვის პრინციპები:
ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობა და მათ ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლება;
გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებაში;
დ) თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
ე) საუნივერსიტეტო არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსების საჯაროობა.
3. უნივერსიტეტის წესდებითა და სტრუქტურული ერთეულებების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმებ