1. წარმომადგენლობითი საბჭო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებს ირჩევენ უნივერსიტეტის ძირითად ერთეულებზე – ფაკულტეტებზე;
ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 63 წევრით. (რაოდენობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და უნდა იყოს არანაკლები აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ საბჭოს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს).
გ) წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტების წარმომადგენლობის რაოდენობა პროპორციულია უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებზე აკადემიური პერსონალის და სტუდენტების რაოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში ფაკულტეტის წარმომადგენელთა მინიმალური ოდენობა არ შეიძლება იყოს 5-ზე ნაკლები.
დ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად ირჩევენ ფაკულტეტის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს;
ე) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ყველა სტუდენტი, აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს კი ირჩევს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ყველა სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი;
ვ) წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) ხელმძღვანელი;
ზ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელ