1. წარმომადგენლობით საბჭოში თავისი კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს აკადემიური პერსონალის, სტუდენტთა ნებისმიერ წევრს, რომლის შესახებაც იგი განცხადებით მიმართავს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს რეგისტრაციაში გასატარებლად.

2. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში მიეთითება, თუ რა ხარვეზებს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია ხარვეზი გამოასწოროს 2 დღის ვადაში.

3. კანდიდატი უფლებამოსილია რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს 1 დღის განმავლობაში. საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის განმავლობაში.

4. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიერ უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის დებულების შესაბამისა