1. საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის ავტონომიური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დაფუძნებულია ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 10 ივნისის №101 დადგენილებით და არის საქართველოს სახელმწიფო აგრარული და საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტების უფლებამონაცვლე.
2. უნივერსიტეტი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ახორციელებს მხოლოდ იმ საქმიანობას, რომელიც დადგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, აგრეთვე ამ წესდებით.
3. უნივერსიტეტის სრული სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი შემოკლებით ,,სსიპ – სსსსუ“. უნივერსიტეტის სრული და შემოკლებული მნიშვნელობა გამოიყენება თანაბარი მნიშვნელობით.
4. უნივერსიტეტი ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონის და ამ წესდების შესაბამისად, დამოუკიდებლად წყვეტს უნივერსიტეტის მართვასთან და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებს.
5. უნივერსიტეტი თავის შესაძლებლობის ფარგლებში ზრუნავს სტუდენტთა, პროფესორ- მასწავლებელთა და თანამშრომელთა სწავლის, შრომის, დასვენების, ჯანმრთელობის პირობების გაუმჯობესებისათვის.
6. უნივერსიტეტი, როგორც იურიდიული პირი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
7. უნივერსიტეტს აქვს ბეჭედი საქართველოს მცირე გერბის გამოსახულებით და უნივერსიტეტის სახელწოდებით, ბლანკები და შტამპი უნივერსიტეტის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
8. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: საქართველო, 0131, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კილომეტრ