1. საარჩევნო სიებს ადგენს უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის იმ სტრუქტურულ ერთეულებთან შეთანხმებით, რომლებიც პასუხისმგებელია საკადრო საკითხების ორგანიზებაზე.
2. აკადემიური პერსონალის და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.
3. სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება ფაკულტეტის ყველა სტუდენტი.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება ერთდროულად უნივერსიტეტის ერთზე მეტ ფაკულტეტზე, მაშინ ის თვითონ ირჩევს თუ რომელი ფაკულტეტის სიაში იყოს შეყვანილი.
5. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სრული პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ პროფესორი.
6. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ამომრჩევლის სახელი და და გვარი;
ბ) სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი;
გ) აკადემიური პერსონალის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი.
7. დაუშვებელია ერთი და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა.
8. ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიე