1. საარჩევნო სიებს ადგენს დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის მ.შ. დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულთან შეთანხმებით, რომელიც პასუხისმგებელია საკადრო საკითხების ორგანიზებაზე.
2. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საარჩევნო სიები დგება ცალ-ცალკე.
3. დაწესებულების სტუდენტთა ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, რომელიც ირიცხება დაწესებულებაში და გაივლის რეგისტრაციას.
4. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ირიცხება ერთდროულად დაწესებულების ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიტანება იმ ფაკულტეტის სტუდენტთა საარჩევნო სიაში, რომელზეც იგი სწავლობს დასწრებული სწავლების ფორმით. თუ სტუდენტი ორ ფაკულტეტზე ირიცხება დასწრებული სწავლების ფორმით, მაშინ ის თვითონ ირჩევს, თუ რომელი ფაკულტეტის სიაში იყოს შეყვანილი.
5. დაწესებულების აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში შეიტანება მოცემული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.
6. იმ შემთხვევაში, თუ აკადემიური პერსონალის წევრი დასაქმებულია ერთზე მეტ ფაკულტეტზე, იგი შეიტანება იმ ფაკულტეტის საარჩევნო სიაში, რომელზეც მას აქვს მეტი საათობრივი დატვირთვა. თუ აკადემიური პერსონალის წევრის საათობრივი დატვირთვა თანაბარია რამდენიმე ფაკულტეტზე, იგი თავად განსაზღვრავს, რომელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის საარჩევნო სიაში იქნეს შეტანილი.
7. ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ამომრჩევლის სახელი და გვარი;
ბ.ა) სტუდენტის ბილეთის ან აკადემიური მოსწრების წიგნაკის ნომერი – სტუდენტი ამომრჩევლისათვის;
ბ.ბ) აკადემიური პერსონალის არჩევის/დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების/დადგენილების ან შრომითი ხელშეკრულების ნომერი, ან საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ნომერი – აკადემიური პერსონალისთვის.
8. დაუშვებელია ერთსა და იმავე პირის მონაცემების რამდენიმე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში ან იმავე ფაკულტეტის საარჩევნო სიაში შეტანა
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 21. საარჩევნო სიები
თავი IX — არჩევნების ორგანიზების და ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. დაწესებულების რექტორის არჩევა
- მუხლი 16. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის შერჩევა
- მუხლი 17. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დამტკიცება წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ
- მუხლი 18. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 19. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 20. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 22. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 23. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 24. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 25. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 26. არჩევნების შედეგების შეჯამება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 21, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-21/