1. არჩევნები ტარდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ დანიშნულ დღეს.
2. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს დაწესებულება.
3. დაწესებულების ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.
4. დაწესებულების და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე.
5. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს დილის 10 საათამდე წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ უნდა იქნეს:
ა) რეგისტრატორები;
ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი;
გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი.
6. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 24. არჩევნების ორგანიზება
თავი IX — არჩევნების ორგანიზების და ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 19. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 20. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 21. საარჩევნო სიები
- მუხლი 22. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 23. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 25. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 26. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 27. დამკვირვებელი
- მუხლი 28. დარღვევის ოქმი
- მუხლი 30. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 24, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-24/