1. ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, რომელიც უფლებამოსილია ფაკულტეტის საარჩევნო კომისიას დააკისროს რეგისტრაციის ორგანიზაციის უზრუნველყოფა.
2. თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი, მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 10 დღის განმავლობაში. ამომრჩევლის/კანდიდატის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაწესებულების კომისია ვალდებულია მიუთითოს, თუ რა ხარვეზს შეიცავს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. კანდიდატი/ამომრჩეველი უფლებამოსილია ხარვეზი შეავსოს 2 დღის განმავლობაში. დაწესებულების საარჩევნო კომისიის უარი რეგისტრაციაზე კანდიდატის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის განმავლობაში.
3. საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს 3 დღის ვადაში
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 30. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
თავი X — არჩევნების პროცედურისა და შედეგების გასაჩივრების წესი
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის განმავლობაში
- ვადა 2 დღის განმავლობაში
- ვადა 1 დღის განმავლობაში
- ვადა 3 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 30, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-30/