1. დაწესებულებაში არჩევნების პროცესზე დაკვირვების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები უფლებამოსილნი არიან არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 5 დღით ადრე მიმართონ დაწესებულების საარჩევნო კომისიას დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
2. იურიდიული პირი არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსს განახორციელებს მისი წარმომადგენლების მეშვეობით, რომელთა ვინაობა მიეთითება დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად წარდგენილ განცხადებაში.
3. პირი არ დაიშვება დამკვირვებლად, თუ იგი არის:
ა) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოში ასარჩევი კანდიდატი;
ბ) ადმინისტრაციული პერსონალის წევრი;
გ) იმ ფაკულტეტის ამომრჩეველი, სადაც ითხოვს დამკვირვებლად მონაწილეობას.
4. დამკვირვებელი უფლებამოსილია დაესწროს საარჩევნო კომისიების მუშაობას არჩევნების დღეს და საჩივრების განხილვის პროცესში.
5. დამკვირვებელი უფლებამოსილია:
ა) დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიუთითოს კომისიის თავმჯდომარეს და მოითხოვოს დარღვევის აღკვეთა;
ბ) კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეადგინოს დარღვევის ოქმი;
გ) წარადგინოს საჩივარი დაწესებულების საარჩევნო კომისიაში.
6. დამკვირვებელი ვალდებულია ხელი არ შეუშალოს არჩევნების ჩატარებას.
7. საარჩევნო კომისიები ვალდებულნი არიან ხელი არ შეუშალონ დამკვირვებელს
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 27. დამკვირვებელი
თავი IX — არჩევნების ორგანიზების და ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 21. საარჩევნო სიები
- მუხლი 22. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 23. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 24. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 25. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 26. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 28. დარღვევის ოქმი
- მუხლი 30. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 31. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 27, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-27/