1. კენჭისყრა თავდება არჩევნების დღეს 17 საათზე.
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის, რაც ფიქსირდება შესაბამის შემაჯამებელ ოქმში, რომელშიც აისახება არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა.
3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, თუ ამ დებულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის
5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული და წრიულად შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატურების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) არ აღმოჩნდა საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) თუ არ არის შემოხაზული არც ერთი კანდიდატურა;
გ) თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატურა;
დ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა.
ე) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.
7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა.
8. ფაკულტეტიდან წარმომადგენლობით საბჭოში არჩეულად ითვლება საუკეთესო შედეგების მქონე იმდენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა კანდიდატი, რამდენიც, შესაბამისად, დადგენილია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 15.12.2006
მუხლი 26. არჩევნების შედეგების შეჯამება
თავი IX — არჩევნების ორგანიზების და ჩატარების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 21. საარჩევნო სიები
- მუხლი 22. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 23. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 24. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 25. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 27. დამკვირვებელი
- მუხლი 28. დარღვევის ოქმი
- მუხლი 30. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 31. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 26, №721, 26.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.007.970 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.12.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/62440/muxli-26/