1. კენჭისყრა თავდება არჩევნების დღეს 17 საათზე.
2. კენჭისყრის დასრულების შემდეგ საარჩევნო კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო სიებში ხელმოწერების მიხედვით არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობას ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის.
3. არჩევნები ჩატარებულად ითვლება, თუ გამოცხადდა ამომრჩეველთა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა 1/3 მაინც, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის ცალ-ცალკე, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი.
4. არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლის შემდეგ იხსნება საარჩევნო ყუთი და კომისიის წევრები ითვლიან საარჩევნო ბიულეტენებს. პირველად იხსნება და ითვლება აკადემიური პერსონალისათვის განკუთვნილი საარჩევნო ყუთი, ხოლო შემდეგ – სტუდენტებისათვის.
5. საარჩევნო ყუთიდან ამოღებული ბიულეტენები ლაგდება ცალ-ცალკე, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების მიხედვით. ცალკე ლაგდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენები.
6. საარჩევნო ბიულეტენი ბათილია, თუ:
ა) საარჩევნო ბიულეტენზე არ აღმოჩნდა ხელმომწერი კომისიის წევრის ხელმოწერა;
ბ) თუ შეუძლებელია გაირკვეს, რომელ კანდიდატს მისცა ხმა ამომრჩეველმა;
გ) მასზე არ არის მითითებული იმ ფაკულტეტის სახელწოდება, რომელზეც ტარდება არჩევნები.
7. ხმების დათვლისთანავე ივსება შემაჯამებელი ოქმი ცალ-ცალკე, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის, რომელშიც შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფაკულტეტის ამომრჩეველთა რაოდენობა სიების მიხედვით;
ბ) არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობა საარჩევნო სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების მიხედვით;
გ) საარჩევნო ყუთში აღმოჩენილი საარჩევნო ბიულეტენების საერთო რაოდენობა;
დ) ბათილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა;
ე) თითოეული კანდიდატის მიერ მოპოვებული ხმების რაოდენობა;
ვ) კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა