1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში კანდიდატს, დამკვირვებელს, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრს ან შესაბამისი ფაკულტეტის ამომრჩეველს უფლება აქვს შეიტანოს საჩივარი ამ დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევასთან დაკავშირებით დაწესებულების საარჩევნო კომისიაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ საჩივრები არ მიიღება.
2. საჩივარი უნდა შეიცავდეს შემდეგ რეკვიზიტებს:
ა) საჩივრის შემტანი პირის სახელი, გვარი, მისამართი;
ბ) საჩივრის შემტანი პირის სტატუსი (კანდიდატი, ამომრჩეველი, დამკვირვებელი, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი);
გ) დარღვევის შინაარსი;
დ) მოწმეების ვინაობა (არსებობის შემთხვევაში);
ე) საჩივრის შემტანი პირის მოთხოვნა;
ვ) საჩივრის შემტანი პირის ხელმოწერა.
3. საჩივარს თან ერთვის დარღვევის ოქმის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
4. დაწესებულების საარჩევნო კომისია ვალდებულია საჩივრის შეტანიდან 3 დღის განმავლობაში განიხილოს საჩივრები და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
5. არჩევნების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების საარჩევნო კომისია იღებს იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ ამ ბრძანებით დადგენილი წესის ან/და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მიერ საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში გამოვლენილმა დარღვევამ არსებითი გავლენა იქონია არჩევნების შედეგზე
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
მთავარი მონაცემები
- ვადა 24 საათის განმავლობაში
- ვადა 3 დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 8. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 9. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 10. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 12. დამკვირვებელი
- მუხლი 13. დარღვევის ოქმი
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
- მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
- მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
- მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 15, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-15/