1. წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით. წარმომადგენლობით საბჭოში შედის აგრეთვე დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველი შემადგენლობის წევრთა საერთო რაოდენობას განსაზღვრავს აკადემიური საბჭო არანაკლებ აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ორმაგი ოდენობისა. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტები წარმოადგენენ საბჭოს საერთო რაოდენობის ერთ მესამედს.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო არჩევიდან ერთი კვირის ვადაში. კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს არანაკლებ 10 დღის განმავლობაში. არჩევნები ტარდება რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უმეტეს 2 კვირის ვადაში.
4. წარმომადგენლობით საბჭოში სტუდენტებს ირჩევს ფაკულტეტის სტუდენტების ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა სტუდენტი, ხოლო აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებს – ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ამომრჩეველთა სიებში რეგისტრირებული ფაკულტეტის ყველა პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ-პროფესორი, გარდა დოქტორანტისა.
5. წარმომადგენლობით საბჭოში ასარჩევ კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს დაწესებულების საარჩევნო კომისია, ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრაცია ხორციელდება ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების მიერ.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას, არჩევიდან 5 დღის ვადაში იწვევს რექტორი. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა ერთი კვირის ვადაში
- ვადა 10 დღის განმავლობაში
- ვადა 2 კვირის ვადაში
- ვადა 5 დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 13. დარღვევის ოქმი
- მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
- მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
- მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
- მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
- მუხლი 25. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელის დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 21, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-21/