1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში აცხადებს კონკურსს დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად, რომელშიც აღინიშნება, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ასოცირებული ან სრული პროფესორი.
2. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების ვადის დასრულებიდან 10 დღის ვადაში აკადემიური საბჭო შეარჩევს კანდიდატს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც კანდიდატის წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს მას ან დასაბუთებულ უარს აცხადებს მის დამტკიცებაზე.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო აცხადებს ხელახალ კონკურსს და ახალ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს, რომელიც არ შეიძლება იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დაუმტკიცებელი კანდიდატი.
4. დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში ფაკულტეტის საბჭოებს წარუდგენს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელობის კანდიდატებს.
5. ფაკულტეტის საბჭო კანდიდატის/კანდიდატების წარდგენიდან 5 დღის ვადაში სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, რაც ფორმდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით.
6. ფაკულტეტის საბჭოს მიერ კანდიდატის აურჩევლობის შემთხვევაში, დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ახალ კანდიდატს წარადგენს 3 დღის ვადაში.
7. დაწესებულების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი არჩევიდან 20 დღის ვადაში უზრუნველყოფს სამსახურის დროებით დაკომპლექტებას. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა 10 დღის ვადაში
- ვადა 15 დღის განმავლობაში
- ვადა 5 დღის ვადაში
- ვადა 3 დღის ვადაში
- ვადა 20 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 40. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 42. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 18. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 41. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 19. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 43. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
- მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
- მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 25. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელის დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-24/