1. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს ნიშნავს აკადემიური საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
2. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს ევალება დროებითი ადმინისტრაციის ფორმირება, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულება და, არსებობის შემთხვევაში, სასწავლო პროცესის შეუფერხებელი წარმართვის უზრუნველყოფა.
3. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების არჩევიდან 7 დღის ვადაში ნიშნავს ფაკულტეტის საბჭოს პირველ სხდომას, რომელსაც თავად თავმჯდომარეობს. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილების ცნობისთანავე ირჩევს ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელს უწყდება უფლებამოსილება