1. რექტორს ირჩევს დაწესებულების აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ვადით.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს პირველივე სხდომაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით. რეგისტრაცია გრძელდება არანაკლებ 2 და არა უმეტეს 3 კვირისა. არჩევნები ტარდება კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან არანაკლებ 1 და არა უგვიანეს 2 კვირის ვადაში.
3. აკადემიური საბჭოს მიერ შეიძლება განისაზღვროს რექტორობის კანდიდატისთვის წაყენებული მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დაუშვებელია შეზღუდვის დაწესება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, მოქალაქეობისა და დაკავებული აკადემიური თანამდებობის ნიშნით.
4. კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისათვის აუცილებელია სამოქმედო გეგმის წარდგენა. აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
5. რექტორის არჩევის მომენტიდან წყდება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება.
6. აკადემიური საბჭო აკადემიური საბჭოს არჩევნების დასრულებიდან 1 თვის ვადაში ირჩევს დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს, რომელიც შედის წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 20. რექტორისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის არჩევა
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კვირის ვადაში
- ვადა 1 თვის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 12. დამკვირვებელი
- მუხლი 13. დარღვევის ოქმი
- მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
- მუხლი 18. ფაკულტეტის დეკანის არჩევა
- მუხლი 19. აკადემიური საბჭოს არჩევა
- მუხლი 21. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა
- მუხლი 22. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერის არჩევა
- მუხლი 23. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევა
- მუხლი 24. დაწესებულებისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელების არჩევა
- მუხლი 25. ახალშექმნილი ფაკულტეტის ხელმძღვანელის დანიშვნა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 20, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-20/