1. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით,სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერც ერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა,გაიმართება მეორე ტური,რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული,არა უგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო,გამჭვირვალობის,თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმა
მთავარი მონაცემები
ვადა5 დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 39. რექტორის არჩევა— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 14. რექტორი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 20. უნივერსიტეტის რექტორი— ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“
მუხლი 14. რექტორი— საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 24, №3/319, 07.12.2011, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016014 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1523724/muxli-24/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია