1. რექტორი არის უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს უნივერსიტეტს ქვეყნის შიგნით და გარეთ აკადემიურ თუ სამეცნიერო სფეროებში.
2. რექტორს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 4 წლის ვადით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
6. რექტორს ჰყავს მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რექტორი.
7. რექტორის მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის სამართლებრივი აქტი