1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო მის შემადგენლობიდან 4 წლის ვადით.
2. სპიკერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი სურვილი;
ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;
გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;
დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევ