1. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და წარმომადგენლობითი საბჭოს რეგლამენტით.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ. რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი საბჭოს მდივანი.
6. წარმომადგენლობითი საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
7. ოქმს ხელს აწერენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება წარმომადგენლობითი საბჭოს ბეჭედ