1. აკადემიური საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და აკადემიური საბჭოს რეგლამენტით.
2. აკადემიურ საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი.
3. აკადემიური საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რექტორი საკუთარი ინიციატივით ან წევრთა 1/3 -ის მოთხოვნით იწვევს აკადემიური საბჭოს სხდომას.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
6. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს აკადემიური საბჭოს მდივანი.
7. აკადემიური საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
8. ოქმს ხელს აწერს რექტორი და აკადემიური საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება აკადემიური საბჭოს ბეჭედ