1. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს:

ა) წარმომადგენლობითი ორგანოების გადაწყვეტილებების, რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანგარიშებისა და ბრძანებების საჯაროობასა და მათ ხელმისაწვდომობას ყველა დაინტერესებული პირისათვის;

ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიურ თავისუფლებას;

გ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში;

დ) თანასწორ მოპყრობას, განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესისა, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;

ე) უნივერსიტეტში არჩევნებისა და კონკურსების სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და საჯაროობას.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების დებულებებით არ შეიძლება დადგინდეს ამ პრინციპების შემზღუდავი ნორმები