1. უნივერსიტეტის ძირითადი მიზნებია:
ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბების ხელშეწყობით, სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტირებული:
ა.ა) საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებით, უმაღლესი განათლების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი, პროფესიული უმაღლესი აკადემიური განათლების მიღებით უზრუნველყოფილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება;
ა.ბ.) მეცნიერების განვითარება, მეცნიერული კვლევის პირობების შექმნა; ახალი სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება, პიროვნული პოტენციალის რეალიზება და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება; პიროვნების კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;
ბ) სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის წახალისება და ხელშეწყობა.
2. თავისი მიზნების მისაღწევად უნივერსიტეტი:
ა) უზრუნველყოფს აკადემიური უმაღლესი განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი (მათ შორის, ერთსაფეხურიანი სამედიცინო განათლება), მაგისტრატურა დოქტორანტურა), პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, უწყვეტი განათლების, სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელებას, საუნივერსიტეტო ტრადიციების განვითარებას;
ბ) ახორციელებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების პრინციპს; უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის პროცესის ჰარმონიზებას, ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას;
გ) ახდენს მაღალი სამეცნიერო და პედაგოგიური პოტენციალის მქონე აკადემიური პერსონალის შერჩევას; ზრუნავს თავისი პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე;
დ) ახორციელებს ინოვაციურ, ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს;
ე) ხარისხის უზრუნველყოფის ეფექტური მეთოდების გამოყენებით უზრუნველყოფს სწავლებისა და კვლევის მაღალ ხარისხს;
ვ) ახდენს სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას, მ.შ. თავისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მეშვეობით;
ზ) ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას, აქვეყნებს სახელმძღვანელოებსა და სამეცნიერო კვლევების შედეგებს;
თ) უზრუნველყოფს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის აკადემიურ თავისუფლებას;
ი) ანიჭებს შესაბამის აკადემიურ ხარისხს და კვალიფიკაციას;
კ) უზრუნველყოფს სტუდენტზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო გარემოს შექმნას;
ლ) უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისა და მათი შესრულების კონტროლის პროცესში;
მ) უზრუნველყოფს მართვის საჯაროობასა და გამჭვირვალობას;
ნ) ზრუნავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სტუდენტთათვის სწავლის პირობების შექმნისათვის;
ო) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
პ) ახორციელებს საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და სამეცნიერო-კვლევითი პროექტებს;
ჟ) ახორციელებს დამხმარე ეკონომიკურ საქმიანობას;
რ) კანონმდებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტის მიზნების განხორციელებას.
თავი II
უნივერსიტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოე