1. უნივერსიტეტის სტრუქტურა შედგება:

ა) შემდეგი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების − ფაკულტეტებისაგან:

ა.ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ა.ბ) ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ა.გ) პედაგოგიური ფაკულტეტი;

ა.დ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

ა.ე) ჯანდაცვის ფაკულტეტი;

ა.ვ) საინჟინრო-ტექნიკური ფაკულტეტი;

ა.ზ) საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტი;

ა.თ) საზღვაო-სატრანსპორტო ფაკულტეტი;

ა.ი) აგრარული ფაკულტეტი.

ბ) სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისაგან, რომელიც აწარმოებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს. სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაერთიანებულნი არიან მკვლევარები და კონსულტანტები, რომელთა კვლევითი და სასწავლო დატვირთვა აისახება მათ შრომით ხელშეკრულებაში უნივერსიტეტთან. სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

გ) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრისაგან,  რომელიც ახორციელებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებში საუნივერსიტეტო საქმიანობას, კულტურისა და სპორტის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას. ცენტრის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი.

დ) უწყვეტი განათლების ცენტრისაგან, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი განათლების, პროფესიული რეაბილიტაციის, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, სუბსპეციალობის, პერსონალის გადამზადების და სხვა პროგრამების, ცალკეული მოდულების განხორციელებას, მოკლევადიანი სასწავლო კურსების, ტრენინგების, სემინარების და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

ე) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისაგან, რომელიც შედგება ბიბლიოთეკის ადმინისტრაციისაგან, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების ბიბლიოთეკებისაგან, სამკითხველო დარბაზებისა და წიგნსაცავისგან.

ვ) სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისაგან;

ზ) ფინანსური და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურისაგან;

თ) საგარეო ურთიერთობებისა და სტრატეგიული განვითარების სამსახურისაგან;

ი) იურიდიული სამსახურისაგან;

კ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახურისაგან;

ლ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამსახურისაგან;

მ) შემდეგი დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან:

მ.ა) რექტორის აპარატისაგან;

მ.ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან;

მ.გ) კანცელარიისაგან;

მ.დ) აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან;

მ.ე)წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსაგან.

2. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და დამხმარე სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი დებულებებით.

3. უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების შექმნის, გარდაქმნისა და გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ფაკულტეტი წარმოადგენს უნივერსიტეტის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან/და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას