1. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში – უნივერსიტეტი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.

2.უნივერსიტეტის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

3. უნივერსიტეტის სახელწოდებაა: საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

4. უნივერსიტეტის შემოკლებული სახელწოდებაა „აწსუ“.

5. უნივერსიტეტს აქვს ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, შტამპი, საბანკო ანგარიშები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები, საკუთარი სიმბოლიკა: ჰიმნი, ლოგო, დროშა და გერბი. უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდია – www.atsu.edu.ge.

6. უნივერსიტეტის დამფუძნებელია სახელმწიფო.

7. უნივერსიტეტის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი 4600,თამარ მეფის ქ. №59