1. უნივერსიტეტის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომლის წევრებიც აირჩევიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.

2. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 2 წევრი.

3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი.

4. აკადემიური საბჭოს წევრი აირჩევა 4 წლის ვადით.

5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება 1/3-ით 2 წლის გასვლის შემდეგ;

6. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება;

გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

დ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ე) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრის არჩევა ხდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი ვადი