1. წარმომადგენლობითი საბჭო არის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც 4 წლის ვადით აირჩევა უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან, წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ფაკულტეტებზე მათი რაოდენობის პროპორციულად.

2. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგი ოდენობით. სტუდენტთა რაოდენობა წარმომადგენლობით საბჭოში განისაზღვრება წარმომადგენლობით საბჭოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე არანაკლები უმცირესი მთელი რიცხვით. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.

4. პროფესორისა და სტუდენტისთვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია უნივერსიტეტთან მისი შესაბამისი აკადემიური ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

5. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადი