წარმომადგენლობითი საბჭო:

ა) შეიმუშავებს უნივერსიტეტის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს;

ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;

გ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;

დ)  ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;

ე) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ვ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს უნივერსიტეტის ბიუჯეტს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით;

ზ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე;

თ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიურ ანგარიშს;

ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება ადმინისტრაციის ხელმძღვანელს;

კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით.

ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

მ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;

ნ) ამტკიცებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესდებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ