1. უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდებისა და სამსახურის დებულების შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური:
ა) რეგულარულად აფასებს უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო და სამეცნიერო პროცესებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს;
ბ) ახორციელებს აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებებს.
გ) თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის მონიტორინგის და უზრუნველყოფის სრულყოფილი მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად;
დ) ამზადებს უნივერსიტეტს ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციისათვის.
3. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.
4. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
5. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი.
6. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
7. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ზედიზედ არჩეული შეიძლება იქნეს ორჯერ.
თავი III
ფაკულტეტის სტრუქტურა და მართვის ორგანოე