1. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების მოწვევის, წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ წესდებით და ფაკულტეტის საბჭოს რეგლამენტით.
2. ფაკულტეტის საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს დეკანი.
3. ფაკულტეტის საბჭოს სხდომები იმართება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში. რიგგარეშე სხდომას იწვევს დეკანი საკუთარი ან ფაკულტეტის საბჭოს 1/3-ის, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა 1/3-ის, აკადემიური საბჭოს წევრთა 1/3-ის ან რექტორის ინიციატივით.
4. ფაკულტეტის საბჭო უფლებამოსილია თუ სხდომას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
5. „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონით და ამ წესდებით განსაზღვრული შემთხვევების გარდა, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ხმას მისცემს დამსწრე წევრთა უმრავლესობა.
6. ფაკულტეტის საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ მხარეს უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭოს მდივანი.
7. ფაკულტეტის საბჭოს მდივნის მიერ იწარმოება თითოეული სხდომის ოქმი, რომელიც მოიცავს: სხდომის წევრებისა და მოწვეულ პირთა ნუსხას, დღის წესრიგს, სიტყვაში გამომსვლელთა ტექსტსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს.
8. ოქმს ხელს აწერენ დეკანი და ფაკულტეტის საბჭოს მდივანი. ოქმის ბოლო გვერდზე დაისმება ფაკულტეტის საბჭოს ბეჭედ