1. ფაკულტეტის სასწავლო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს ამ ერთეულის სრული ან ასოცირებული პროფესორი.
2. ფაკულტეტის სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს მასში მომუშავე დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი.
3. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი აირჩევა არა უმეტეს ოთხი წლით.
4. ფაკულტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების გადაწყვეტილებების შესრულებას;
ბ) ამ სტრუქტურული ერთეულის სრულ პროფესორებთან და საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად უზრუნველყოფს სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას.
თავი IV
მართვის ორგანოების არჩევნე