1. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია აკადემიაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 5 წევრისგან. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შედის სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი.

2. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს აკადემიის საარჩევნო კომისია.

3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა მისი შემადგენლობიდან ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით და მას ამტკიცებს აკადემიის საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ