1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობას იღებენ აგრეთვე აკადემიის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.
2. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც:
ა) სისტემატურად აფასებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო და კვლევით პროცესებს:
ბ) უზრუნველყოფს აკადემიაში სწავლების ხარისხს სწავლის, სწავლებისა და შეფასების ახალი მეთოდების დანერგვით;
გ) ამზადებს აკადემიის პროგრამული აკრედიტაციისათვის.
3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი რეალიზების წესების ჩამოსაყალიბებლად.
4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური განსაზღვრავს ხარისხის კონტროლის კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების მეთოდიკას, რომლითაც ხელმძღვანელობს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
5. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინები