1. აკადემიაში არჩევნების ჩატარების მიზნით იქმნება აკადემიის საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.
2. აკადემიის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი და შედგება არანაკლებ 3 წევრისაგან. აკადემიის საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. აკადემიის საარჩევნო კომისიის წევრებს ნიშნავს რექტორი, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. კომისიის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი. კომისიის წევრად შეიძლება მოწვეულ იქნეს აგრეთვე საზოგადოების წარმომადგენელი.
4. აკადემიის და საფაკულტეტო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილება განისაზღვრება საარჩევნო კომისიის დებულებით, რომელსაც აკადემიის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
5. აკადემიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. აკადემიის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
6. აკადემიის საარჩევნო კომისიის მდივნად აირჩევა კომისიის ნებისმიერი წევრი კომისიის პირველივე სხდომაზე, ფარული კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით. კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლევს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებ