1. აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო აირჩევა აკადემიის ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებზე მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.

2. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 17 წევრისაგან, სადაც 12 წევრი წარმოადგენს აკადემიურ პერსონალს, 4 – სტუდენტს და ერთი – ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევა ხდება აკადემიის ფარგლებში საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ამ თავით განსაზღვრული წესით.

4. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადა ოთხი წელია.

5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს. სტუდენტთა რაოდენობის დასადგენად დამრგვალება ხორციელდება სტუდენტთა სასარგებლოდ.

6. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა რაოდენობა არის აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ ოდენობას პლუს ერთი.

7. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში შედის აკადემიის ბიბლიოთეკის (ბიბლიოთეკების) წარმომადგენელი.

8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იქნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრებ