1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას.

3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.

4. აკადემიურ საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება აკადემიის მიერ ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობის შემთხვევაშ