1. აკადემიური საბჭოს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრს და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.

2. აკადემიური საბჭოს პირველ სხდომაზე, რომელიც იმართება არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში, აკადემიური საბჭო ცნობს თავის უფლებამოსილებას.

3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.

4. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველია:

ა) პირადი სურვილი;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

გ) გარდაცვალება;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება;

ე) უნივერსიტეტის ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობა;

ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება.

5. აკადემიურ საბჭოს ვადამდე უწყდება უფლებამოსილება უნივერსიტეტის ზედიზედ 2-ჯერ აკრედიტაციის გაუვლელობისა