1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევნებს აცხადებს აკადემიური საბჭო და აქვეყნებს განცხადებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურების შერჩევის შესახებ.

2. განცხადებაში აღინიშნება კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყების თარიღი, კანდიდატთა განცხადებების მიღების ბოლო ვადა, კანდიდატების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და არჩევნების ჩატარების თარიღი, ასევე კრიტერიუმები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმები და წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს აქტით.

3. კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 დღის ვადაში. რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადაწყვეტილებაში მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. კანდიდატი უფლებამოსილია 5 დღის ვადაში გამოასწოროს ხარვეზი.

4. აკადემიური საბჭო შემოსულ განცხადებებს განიხილავს 20 დღის ვადაში, ეცნობა კანდიდატურებს და ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. აკადემიური საბჭოს უარი კანდიდატურის წარმომადგენლობით საბჭოში წარდგენის შესახებ უნდა იყოს წერილობითი და დასაბუთებული.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესი