1. კანდიდატების რეგისტრაციის დასრულებიდან 30 დღის შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს 40 დღისა, იმართება დაწესებულების რექტორის არჩევნები.
2. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.
3. კანდიდატი აკადემიურ საბჭოს სამოქმედო გეგმას წარუდგენს საჯაროდ.
4. რექტორი აირჩევა დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
5. რექტორის არჩევნების ჩატარებასა და კენჭისყრის ფარულობას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია.
6. რექტორი აირჩევა 4 წლის ვადით.
7. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში რექტორის თანამდებობის დაკავება ხორციელდება უფლებამოსილებაშეწყვეტილი რექტორის დარჩენილი ვადით, ამ თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
8. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
9. პირი, რომელსაც უნივერსიტეტში ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდე