1. წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატურის წარდგენიდან 10 დღის ვადაში ფარული კენჭისყრით ამტკიცებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

2. ხმის მიცემის პროცედურის ჩატარებას და შედეგების შეჯამებას ამ თავის შესაბამისად უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია. კომისია არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.

3. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ კანდიდატურის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო უფლებამოსილია ერთი კვირის ვადაში წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგინოს ახალი ან იგივე კანდიდატურა.

4. კანდიდატურის ხელმეორედ დაუმტკიცებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭო ატარებს ამ თავით გათვალისწინებულ შერჩევის პროცედურას და კონკურსის საფუძველზე შერჩეულ ახალ კანდიდატურას წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.

5. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი.

6. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

7. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა უნივერსიტეტში, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

8. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილებ