1. ამომრჩევლის მიერ ხმის მიცემა ხორციელდება საარჩევნო ბიულეტენზე სათანადო აღნიშვნით და საარჩევნო ბიულეტენის საარჩევნო ყუთში მოთავსებით.
2. საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება უნივერსიტეტის მიერ, რომელზედაც პასუხისმგებელია რექტორი.
3. აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის საარჩევნო ბიულეტენები იბეჭდება ცალ-ცალკე. საარჩევნო ბიულეტენზე აღინიშნება:
ა) უნივერსიტეტისა და შესაბამისი ფაკულტეტის სახელწოდება;
ბ) მართვის ორგანო, რომლის არჩევნებისთვის არის განკუთვნილი;
გ) ვისთვის არის საარჩევნო ბიულეტენი განკუთვნილი – აკადემიური პერსონალის თუ სტუდენტთათვის;
დ) ასარჩევი კანდიდატების ჩამონათვალი.
4. მართვის ორგანოების ასარჩევად დაუშვებელია პირზე ერთზე მეტი საარჩევნო ბიულეტენის გაცემა, ასევე აკადემიურ პერსონალზე სტუდენტის საარჩევნო ბიულეტენის გაცემა ან პირიქით.
5. საარჩევნო ბიულეტენი გაიცემა პირზე პირადობის მოწმობის ან სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ან/და აკადემიური მოსწრების წიგნაკის წარმოდგენის შემთხვევაში, ხოლო აკადემიურ პერსონალზე – უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზ