1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპაციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში. მას შემდეგ, რაც წრიულად შემოხაზავს მისთვის სასურველ 1 კანდიდატურას, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.

2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნებ