1. კენჭისყრის დღეს ფაკულტეტის ამომრჩეველი საარჩევნო კომისიის რეგისტრატორისგან იღებს შესაბამის საარჩევნო ბიულეტენს, რასაც ადასტურებს ამომრჩეველთა სიაში მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერით. ამის შემდეგ ამომრჩეველი მიდის ხელმომწერ კომისიის წევრთან, რომელიც საარჩევნო ბიულეტენის შესაბამის გრაფაში აწერს ხელს. შემდეგ ამომრჩეველი შედის სპეციალურად მოწყობილ საარჩევნო კაბინაში, აკეთებს არჩევანს, აგდებს საარჩევნო ბიულეტენს საარჩევნო ყუთში და გადის საარჩევნო კომისიის ოთახიდან. დაუშვებელია ოთახში ხუთზე მეტი ამომრჩეველის ერთდროულად ყოფნა.
2. კაბინად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე ნებისმიერი განცალკევებული ადგილი, სადაც ხმის მიცემის ფარულობა დაცული იქნება
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 10. არჩევნების პროცედურა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 4. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 5. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 6. საარჩევნო სიები
- მუხლი 7. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 8. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 9. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 12. დამკვირვებელი
- მუხლი 13. დარღვევის ოქმი
- მუხლი 15. არჩევნების შედეგების გასაჩივრება
- მუხლი 17. ფაკულტეტის საბჭოს არჩევა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-10/