1. დაწესებულების ფაკულტეტი უზრუნველყოფს საარჩევნო კომისიისათვის შესაბამისი ოთახის გამოყოფას.
2. დაწესებულების და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიები მუშაობას იწყებენ არჩევნების დღეს დილის 9 საათზე. კენჭისყრა იწყება არჩევნების დღეს დილის 10 საათზე.
3. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრები არჩევნების დღეს წილისყრით ინაწილებენ ფუნქციებს. წილისყრის შედეგად გამოვლენილ უნდა იქნეს:
ა) რეგისტრატორები;
ბ) საარჩევნო ბიულეტენზე ხელმომწერი;
გ) ამომრჩეველთა ნაკადის მარეგულირებელი.
4. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ იღებს მონაწილეობას წილისყრაში.
5. არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს დაწესებულება