1. დაწესებულებაში მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების მიზნით აკადემიური პერსონალისა და სტუდენტური თვითმმართველობის არჩევიდან 2 კვირის ვადაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისია და ფაკულტეტების საარჩევნო კომისიები.
2. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა არის კენტი. დაწესებულების საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 9 წევრისაგან. დაწესებულების საარჩევნო კომისიის წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა განისაზღვრება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. დაწესებულების საარჩევნო კომისიაში შეიყვანება დაწესებულებაში არსებული სტუდენტური თვითმმართველობის არა უმეტეს 2 წარმომადგენელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომისიის რაოდენობის ფარგლებში.
4. დაწესებულების საარჩევნო კომისია უფლებამოსილია მიიღოს ყველა გადაწყვეტილება არჩევნების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. კომისია ვალდებულია, არჩევნები ჩატარდეს ამ წესის შესაბამისად.
5. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა კომისიის პირველ სხდომაზე მისი შემადგენლობიდან კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით.
6. დაწესებულების საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს კომისიის სხდომებს, ხელს აწერს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7. დაწესებულების საარჩევნო კომისიის მდივანი ადგენს კომისიის დღის წესრიგს და სხდომის ოქმებს, რეგისტრაციაში ატარებს საარჩევნო კომისიაში შეტანილ კორესპონდენციას, რეგისტრაციაში ატარებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ კანდიდატებს და აძლვს მათ შესაბამის მოწმობებს, ადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია დაწესებულებაში იქმნება დაწესებულების საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისია შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 5 წევრისგან, რომელთაც ნიშნავს დაწესებულების საარჩევნო კომისია. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში შეიყვანება სტუდენტური თვითმმართველობის 1 წარმომადგენელი.
9. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა მისი შემადგენლობიდან, ფარული კენჭისყრით, კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით. ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იღებს გადაწყვეტილებებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას და ახორციელებს მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. დაწესებულებისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ან ფაკულტეტის ხელმძღვანელი, აგრეთვე არჩევნებში მონაწილე კანდიდატი.
11. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები შეიძლება ამ წესით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისათვის დაწესებულების ბიუჯეტის შესაბამისად იღებდნენ ანაზღაურებას
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 3. მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ტექნიკური ორგანიზაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 2 კვირის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
- მუხლი 2. მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების განრიგი
- მუხლი 4. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 5. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
- მუხლი 6. საარჩევნო სიები
- მუხლი 7. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 8. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 9. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 10. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 12. დამკვირვებელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 3, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-3/