1. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
2. კანდიდატებსა და ამომრჩევლებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად.
3. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
4. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) ადმინისტრაციულ პერსონალს.
5. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე, კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. ამ ღონისძიებების განხორციელებაში ხელის შეშლა დაუშვებელია.
6. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი დაწესებულებაში სასწავლო პროცესს. იკრძალება მეცადინეობებზე სტუდენტებთან საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რაც შეუფერებელია ასარჩევი კანდიდატის სტატუსთან (პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით მოსყიდვა, ან რაიმე სიკეთის ან პრივილეგიის მინიჭება, ან ასეთის დაპირება და სხვა), ხელყოფს წესრიგს დაწესებულებაში ან ზიანს აყენებს დაწესებულების ქონებას.
7. დაწესებულების ადმინისტრაციულ პერსონალს უფლება არ აქვს დაუსაბუთებელი უარი უთხრას წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის აუდიტორიებით, დარბაზებითა და დაწესებულების სხვა ქონებით სარგებლობისათვის. დაწესებულების ფართით სარგებლობა უნდა იყოს ყველა კანდიდატისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული უარი არის წერილობითი და მისი მიღებიდან ორი დღის ვადაში საჩივრდება დაწესებულების საარჩევნო კომისიაში, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 1 დღის ვადაში
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 20.02.2015
მუხლი 5. წინასაარჩევნო აგიტაცია და კამპანია
მთავარი მონაცემები
- ვადა ორი დღის ვადაში
- ვადა 1 დღის ვადაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. არჩევნების გამოცხადება
- მუხლი 2. მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ჩატარების განრიგი
- მუხლი 3. მართვის ორგანოების პირველი არჩევნების ტექნიკური ორგანიზაცია
- მუხლი 4. მართვის ორგანოების ამომრჩეველთა და კანდიდატთა რეგისტრაციის წესი
- მუხლი 6. საარჩევნო სიები
- მუხლი 7. საარჩევნო ბიულეტენი
- მუხლი 8. საარჩევნო ყუთი
- მუხლი 9. არჩევნების ორგანიზება
- მუხლი 10. არჩევნების პროცედურა
- მუხლი 11. არჩევნების შედეგების შეჯამება
- მუხლი 12. დამკვირვებელი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის ორგანოების პირველი არჩევნების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №119/ნ, 10.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016034 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1131582/muxli-5/