1. საარჩევნო კომისია ვალდებულია კანდიდატის რეგისტრაციის დასრულებისთანავე ლიცეუმის დირექციის დახმარებით უზრუნველყოს კანდიდატის ავტობიოგრაფიისა და საარჩევნო პროგრამის საჯაროობა ლიცეუმის საჯარო სტენდზე გაკვრით, აგრეთვე ლიცეუმის ხელთ არსებული სხვა საშუალებებით (ლიცეუმის გაზეთში გამოქვეყნება და სხვა).
2. კანდიდატს უფლება აქვს ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც იწყება კანდიდატის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრაციაში გატარების მომენტიდან. წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვისას ყველა კანდიდატი სარგებლობს თანასწორი უფლებით.
3. ასარჩევ კანდიდატებს, ასევე მათ მხარდამჭერ პირებს უფლება აქვთ გასწიონ წინასაარჩევნო აგიტაცია კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ.
4. არჩევნების დღეს იკრძალება კამპანიისა და აგიტაციის წარმოება.
5. წინასაარჩევნო კამპანიასა და აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ:
ა) საარჩევნო კომისიის წევრებს;
ბ) ლიცეუმის დირექციას;
გ) დამკვირვებლებს და დამხმარე პერსონალს.
6. წინასაარჩევნო კამპანია და აგიტაცია შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებით (კრებები და შეხვედრები ამომრჩევლებთან, საჯარო დებატები და დისკუსიები), ბეჭდური სააგიტაციო მასალების გამოცემა-გავრცელებით, წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, ფურცლებისა და ფოტომასალის დამზადებისა და გავრცელების გზით, აგრეთვე კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი სხვა საშუალებით. აკრძალულია მათი გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა.
7. წინასაარჩევნო კამპანიამ და აგიტაციამ არ უნდა შეუშალოს ხელი სასწავლო პროცესს. იკრძალება გაკვეთილებზე საარჩევნო კამპანიისა და აგიტაციის ჩატარება, აგრეთვე ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ხელყოფს წესრიგს ლიცეუმში ან ზიანს აყენებს მის ქონებას.
8. დირექტორს უფლება არ აქვს უარი უთხრას კანდიდატებს ან მათ მხარდამჭერებს წინასაარჩევნო კამპანიისა და აგიტაციისათვის საკლასო ოთახით, დარბაზებით და/ან ლიცეუმის სხვა ქონებით სარგებლობისათვის. ყველა კანდიდატისათვის ლიცეუმის ფართით სარგებლობა უნდა იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი.
9. ლიცეუმის დირექციას ეკრძალება სამეურვეო საბჭოს არჩევნების პროცესში ჩარევა ან/და ხელის შეშლა